არის შანსი ვეღარ იჩხუბოს | ტომ ასპინალს სერიოზული პრობლემები აქვს
UFC-ის მძიმე წონითი ჩემპიონის, ტომ ასპინალის მომავალი MMA-ში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ინგლისელმა მებრძოლმა სირილ განისთან ორთაბრძოლა ვეღარ გააგრძელა, რადგან ფრანგი მეტოქისგან თვალში თითი რამდენჯერმე მოხვდა და მხედველობის სერიოზული პრობლემები შეექმნა.
ტომს ოპერაცია დასჭირდა და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ცნობილი ჟურნალისტის, პიტერ კეროლის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ასპინალი MMA-ზე საერთოდ არ ფიქრობს და მთლიანად საკუთარ ჯანმრთელობაზეა ორიენტირებული. ასპინალს რამდენიმე პრობლემა აქვს:
ტომს უჭირს მოძრავი ობიექტებისთვის თვალის დევნება. თავბრუ ეხვევა, როდესაც მიმართულებას უეცრად იცვლის. თვალები სტკივა, როდესაც მობილურ ტელეფონში შეტყობინებების ტექსტს კითხულობს. ყოველდღიურად 32 წვეთ წამალს იწვეთებს. ერთ-ერთი თვალით ყველაფერს ორად ხედავს და როდესაც ვარჯიშს ცდილობს, ცუდად ხდება. ბავშვებთან თამაში უჭირს. მხედველობისას შავი ლაქები უჩნდება.
შეგახსენებთ, რომ ასპინალისა და განის ორთაბრძოლა 2025 წლის ოქტომბერში გაიმართა და პირველ რაუნდში შეწყდა. იწერება, რომ ინგლისელი მებრძოლი საჩემპიონო ქამარს ვაკანტურს გახდის, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.