ისრაელ ადესანია, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

ქამრისთვის აღარ იბრძოლებს | დუ პლესის აზრით, ადესანიას სხვა მიზანი აქვს

UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონი, სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუ პლესი Fight Forecast-თან ინტერვიუში ისრაელ ადესანიას კარიერასა და მის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

წამყვანი: „შეიძლება ითქვას, რომ ისრაელი უკვე გეგმავს კარიერის დასრულების სტრატეგიას? ის ისეთი ტიპია, რომელიც თავისი პირობებით წავა და არ დაელოდება, როდის სთხოვენ წასვლას''.

დრიკუს დუ პლესი: „დიახ, ვფიქრობ, ნებისმიერი მებრძოლისთვის ეს ძალიან რთულია. ჩვენ ამისთვის ვცხოვრობთ. ხანდახან გჭირდება გვერდით ვინმე, ვინც გეტყვის: მისმინე, დროა. მიუხედავად ამისა, მის შემთხვევაში არ მგონია, რომ ეს დრო უკვე დადგა. ამას მის მომავალ ბრძოლაშიც ვნახავთ. რაც შეეხება სპორტში ახალი მიზნების მიღწევას, ეს აღარ არის ის, რაზეც ის ფიქრობს. ქამრისთვის ბრძოლა ალბათ აღარ მოხდება, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ, რადგან ეს აღარ არის მისი მთავარი მიზანი. ახლა მას მხოლოდ ის უნდა, რომ საუკეთესო და ყველაზე სანახაობრივ მებრძოლებს დაუპირისპირდეს და აკეთოს ის, რაც უყვარს. ეს განსაკუთრებული მდგომარეობაა, რადგან მან უკვე ყველაფერს მიაღწია, ის უკვე „დიდების დარბაზის'' წევრია. ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისაც კი ოდესმე ამ სპორტში უჩხუბია. ასე რომ, ახლა მისი მთავარი მიზანია, უბრალოდ ისიამოვნოს სპორტით და გაართოს ხალხი.“

ადესანია UFC-ის ორგზის ჩემპიონია, ფლობდა საშუალო წონის (Middleweight) ჩემპიონის ტიტულს ორჯერ და ითვლება ამ წონის ერთ-ერთ უდიდეს მებრძოლად ანდერსონ სილვასთან ერთად. ბოლოს ადესანიამ გასული წლის თებერვალში იჩხუბა, როცა ნასურდინ იმავოვთან დამარცხდა. ეს მისთვის ზედიზედ მესამე მარცხი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბის ახალი სამსახური | დვალიშვილის სახალისო ვიდეო და შეთავაზება იანს
მერაბის ახალი სამსახური | დვალიშვილის სახალისო ვიდეო და შეთავაზება იანს