ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„კატასტროფა იქნება თუ წავა“ | საფრანგეთში დავითაშვილზე ისაუბრეს

ფრანგულ გამოცემას, Peuple-Vert-ს, საკუთარი პოდკასტი აქვს, რომლის ბოლო ეპიზოდშიც ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრეს. ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში „მწვანეების“ საუკეთესო ბომბარდირია და, როგორც პოდკასტში აღნიშნეს, მის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„ზურიკოს წასვლა ნამდვილი კატასტროფა იქნება. დავითაშვილი არის ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია. მას აქვს უნარი, 70 წუთის განმავლობაში საერთოდ არ ჩანდეს და შემდეგ, როგორც ეს ბულონთან გააკეთა, ბურთი მიიღოს და გოლი გაიტანოს.

ზურიკოს სენტ-ეტიენისთვის ქულები მოაქვს. მისი გაშვება იქნება გამომშვიდობება ფეხბურთელთან, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია გუნდს რაღაც შესძინოს. დავითაშვილი ყოველ მეორე შეხვედრაში გადამწყვეტია და ლოგიკურია, რომ მისით ინტერესდებიან, მაგრამ სისულელე იქნება, ზურიკოს შესანარჩუნებლად მაქსიმუმი არ გაკეთდეს.“

შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ში დასაბრუნებლად იბრძვის და 17 ტურის შემდეგ, 30 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. „მწვანეები“ მომდევნო შეხვედრას 3 იანვარს გამართავენ და „ლემანს“ დაუპირისპირდებიან, რომელსაც ასევე 30 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკვე მეორედ: მათე ისაკაძე ირლანდიის ნაკრებში (U15) გამოიძახეს
უკვე მეორედ: მათე ისაკაძე ირლანდიის ნაკრებში (U15) გამოიძახეს