ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა | ნიკა ეგაძის შედეგი ცნობილია
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველო მოკლე პროგრამით ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ნიკა ეგაძემ წარადგინა, შეჯიბრებაზე 26-ე ნომრად გამოვიდა. 85.11 ქულა დაიმსახურა, მე-15 ადგილზე გავიდა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
ასპარეზობაში 29 მოციგურავემ მიიღო მონაწილეობა, ხოლო თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლება და მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა საუკეთესო შედეგის მქონე 24-მა სპორტსმენმა მიიღო.
აღნიშნულ დისციპლინაში თავისუფალი პროგრამა 13 თებერვალს არის დაგეგმილი, რომელშიც ეგაძე მონაწილეობას მიიღებს.
ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყანა სპორტის ორ სახეობაში, ფიგურულ ციგურაობასა და სამთხო-სათხილამურო სპორტში რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში პირველად სწორედ წელს იასპარეზა, ფინალურ ეტაპზე გადავიდა და მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც მართლაც ისტორიული შედეგია.