ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

Haberturk: ბეშიქთაში დავითაშვილის ტრანსფერს ზაფხულში დაუბრუნდება

ცნობილი თურქული გამოცემა Haberturk-ი „სენტ-ეტიენისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ წერს.

გამოცემის ჟურნალისტის, ოგუზჰან გენჩის ინფორმაციით, „ბეშიქთაში“ დავითაშვილის ტრანსფერს ზაფხულში დაუბრუნდება.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბეშიქთაში“ 7 ფეხბურთელით გაძლიერდა, თუმცა, კლუბის პრეზიდენეტი სერდალ ადალი ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერს ისევ მიუბრუნდა.

ცნობილია, რომ „შავ არწივებს“ ქართველი გარემარბის დამატება 2025 წლის ზაფხულშიც სურდათ. ზედიზედ ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს თურქული კლუბი მზად იყო, დავითაშვილის სანაცვლოდ „მწვანეებისთვის“ დიდი თანხა გადაეხადა, თუმცა წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად სერდალ ადალი „სენტ-ეტიენს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ისევ მიმართავს“.

ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 9 გოლი და 1 საგოლე პასია. Transfermarkt-ის შეფასებით, ქართველი გარემარბის საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, იანვარში „სენტ-ეტიენმა“ „ოლიმპიაკოსის“ 10-მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შახტარიდან არ მიდის - აზაროვი კონფერენს ლიგის განაცხადში შეიყვანეს
შახტარიდან არ მიდის - აზაროვი კონფერენს ლიგის განაცხადში შეიყვანეს