იბერია 1999
Aa
Aa

მცველი ლიგა 1-ის გამოცდილებით | იბერიამ ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს ჩემპიონ იბერიაში გამოცდილი მცველი, 28 წლის ვაჰიდ სელიმოვიჩი ითამაშებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშის გამოცდილება აქვს, 2017-18 წლების სეზონში ელიტარულ ლიგაში მეცის რიგებში 13 მატჩი ჩაატარა. აღნიშნულ სეზონში კილიან მბაპეს წინააღმდეგ ითამაშა, ის მატჩი პსჟ-მ შინ მეცს 5:0 მოუგო.

მეცის გარდა ლიმასოლის აპოლონში, ბერძნულ ოფიში, ხორვატიის გორიცაში, ბოსნიურ ჟელეზნიჩარსა და რუმინულ ჰერმანშტადტში გამოდიოდა. Transfermarkt-ის ინფორმაციით, საკლუბო დონეზე საერთო ჯამში 170 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია. 2019  წლიდან რეგულარულად იწვევენ, 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა, სადებიუტო მატჩში მადაგასკარს შეუგდო. ასევე, 2024 წელს თბილისში იმყოფებოდა, როცა ბუდუ ზივზივაძის გოლით ლუქსემბურგი დავამარცხეთ, სელიმოვიჩი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები