ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილის წასვლა ეჭვგარეშეა | ფრანგული წყარო ქართველის მომავალზე

Peuple Vert-ზე დაყრდნობით Foot01 წერს, რომ სენტ-ეტიენიდან ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასინის წასვლა ეჭვგარეშეა, კლუბში ესმით რომ მათი კიდევ ერთი სეზონით ლიგა 2-ში დარჩენას ვერ მოახერხებენ, მარცხენა გარემარბისა და ფორვარდის დამატებაზე უკვე აქტიურად მუშაობენ.

წყარო Peuple Vert-ი (ფრანგულიდან ითარგმნება როგორც „მწვანე ხალხი“) ფრანგული სპორტული მედია-პლატფორმაა, რომელიც ექსკლუზიურად სენტ-ეტიენის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

2025-26 წლების სეზონის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ბოლო პერიოდში ბენფიკას, რენის, ჰოფენჰაიმსა და ტრაბზონს დაუკავშირეს. პორტუგალიელი ჟურნალისტის, ლუიშ პინტუს ინფორმაციით, ბენფიკა მზადაა ზურიკოს სანაცვლოდ 10-15 მილიონი ევრო გადაიხადოს, თურქული Futs Haber-ის ცნობით კი ტრაბზონმა სენტ-ეტიენთან მოლაპარაკება შეაჩერა, რადგან სენტ-ეტიენი 20 მილიონს ითხოვს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

25 წლის დავითაშვილს, რომელიც მამუკა ჯუღელის სააგენტოსთან (Jugeli Sports) თანამშრომლობს, სენტ-ეტიენთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ი დავითაშვილს 12 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტინგს მალე შეთავაზებას გაუკეთებენ | ბოლო ინფორმაცია ქოჩორაშვილზე
სპორტინგს მალე შეთავაზებას გაუკეთებენ | ბოლო ინფორმაცია ქოჩორაშვილზე