მარკ კუკურელია
Aa
Aa

ბარსას აღზრდილი მადრიდის რეალში | კუკურელია სამეფო კლუბში ითამაშებს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლონდონის ჩელსის მარცხენა მცველი მარკ კუკურელია, რომელიც კატალონიის ბარსელონას აღზრდილია, კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, ტრანსფერის ინიციატორი რეალის ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიოა. კუკურელია მადრიდულ გრანდს მუნდიალის შემდეგ შეუერთდება. 

გარიგების ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

Transfermarkt-ი ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს.

2025-26 წლების სეზონში „არისტოკრატების'' რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 50 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

რაც შეეხება კუკურელიას განვლილ კარიერას, ესპანეთის ეროვნული ნაკრების 37 წლის მარცხენა მცველი 2012-16 წლებში ლა მასიაში იზრდებოდა, 2016-18 წლებში ბარსელონას B გუნდის მოთამაშე იყო, თუმცა შემდეგ პირველ გუნდში თამაშის შანსი არ მისცეს. ეიბარში თამაშის შემდეგ 2019 წელს ბარსას დაუბრუნდა, თუმცა მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა და კარიერა ხეტაფეს დაუკავშირა. 

2021-22 წლების სეზონი პრემიერლიგის ბრაიტონში გაატარა, რის შემდეგაც ჩელსიმ 63 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა (ბონუსების ჩათვლით).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი კონტრაქტი შთამბეჭდავი პირობებით | ბაიერნი ოლისესთვის სოლიდურ თანხას გაიღებს
ახალი კონტრაქტი შთამბეჭდავი პირობებით | ბაიერნი ოლისესთვის სოლიდურ თანხას გაიღებს