რომანომ დაადასტურა - საიბარი ბაიერნში ითამაშებს
მიუნხენის ბაიერნი შეტევის გაძლიერებას ზრუნვას იწყებს. მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, რეკორდმაისტერი ახალი ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოს არის.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მიუნხენური გრანდი პსვ-დან ისმაელ საიბარის ყიდულობს.
სატრანსფერო თანხად 55 მილიონი ევრო დასახელდა. მოლაპარაკება ბოლო 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და ყველაფერი დღეს დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საიბარი ამჟამად ამერიკაში მაროკოს ნაკრებთან ერთად მუნდიალზე იმყოფება და სამედიცინო შემოწმებას იქ გაივლის.
ასევე შეგახსენებთ, 25 წლის შემტევმა მსოფლიო ჩემპიონატი დიდებულად დაიწყო და პირველივე ტურში ბრაზილიის ნაკრების კარი აიღო.
ცნობისთვის, ისმაელი პსვ-ს 2022 წელს შეუერთდა. 2022 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 142 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 42 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.