რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

მენეჯერთან ერთად აშშ-ში გაემგზავრება | ლევანდოვსკის MLS-ის კლუბი იწვევს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, რობერტ ლევანდოვსკი თავის მენეჯერ პინი ზაჰავისთან ერთად აშშ-ში მიემგზავრება. MLS-ის კლუბი მოლაპარაკების დასახურად მაქსიმუმს აკეთებს, განიხილება როგორც 2-წლიანი, ასევე 3-წლიანი თანამშრომლობა.

როგორც პოლონელმა „ინსაიდერმა’’ ტომაშ ვლოდარჩიკმა დაწერა, ბარსას ყოფილი ფორვარდი ამერიკულ ვარიანტს სერიოზულად განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილებას ამერიკაში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ მიიღებს. ჩიკაგო ფაიერს მისი გაფორმების დიდი სურვილი აქვს, თუმცა ფეხბურთელს ჯერ კიდევ აქვს ეჭვები.

4-წლიანი კატალონიური კარიერის შემდეგ ლევანდოვსკისა და ბარსელონას გზები ოფიციალურად 30 ივნისს გაიყოფა, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და მისი დამატება გუნდებს უფასოდ შეეძლებათ. 37 წლის პოლონელი ფორვარდი, რომელმაც ლა ლიგა სამჯერ მოიგო, ბარსასთვის ჩატარებულ 193 მატჩში 120 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი შეასრულა.

37 წლის პოლონელს ბარსას გარდა ვარშავის ლეგიას მეორე გუნდში, ზნიჩ პრუშკუვში, პოზნანის ლეხში, დორტმუნდსა და მიუნხენის ბაიერნში უთამაშია. 2019-20 წლების სეზონში მიუნხენურ გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

პოლონეთის ეროვნულ ნაკრებში 167 მატჩში 89 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინალის მაისურები აუქციონზე გაიტანეს | რამდენად გაიყიდა კვარას მაისური
ფინალის მაისურები აუქციონზე გაიტანეს | რამდენად გაიყიდა კვარას მაისური