პენალტი ბოლო წუთზე | სპორტინგს ბურთს უმალავდნენ, მაგრამ მაინც გაათანაბრეს
პორტუგალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში სატურნირო ცხრილის პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდების დაპირისპირება ვიხილეთ. გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ „პორტუს“ შეხვდა და უაღრესად დრამატული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ქოჩორაშვილი სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, მისი გუნდი კი მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა. „პორტუმ“ ანგარიში 76-ე წუთზე, სეკო ფოფანას გოლით გახსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-10 წუთზე „დრაკონების“ კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. ლუის სუარესის დარტყმა დიოგუ კოშტამ მოიგერია, თუმცა კოლუმბიელი დამატებაზე პირველი იყო.
ბოლო წამზე გატანილი გოლის გარდა, „პორტუსა“ და „სპორტინგის“ თამაშმა ყურადღება ბურთის მომწოდებელი ბავშვების ქმედებების გამო მიიქცია. კომპენსირებული დროის მიმდინარეობისას ისინი „ლომებს“ ბურთს უმალავდნენ, რათა თამაში დროულად არ გაგრძელებულიყო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს და „პორტუმ“ მაინც ვერ მოიგო.


21 ტურის შემდეგ „დრაკონებს“ 56 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან. „სპორტინგი“ 52 ქულით მეორეზეა და მომდევნო მატჩი 15 თებერვალს, „ფამალიკაოს“ წინააღმდეგ ელის.