იბერია 1999
Aa
Aa

22 წლის ბრაზილიელი შემტევი იბერიაში | ბოლოს სომხეთის ჩემპიონატში თამაშობდა

საქართველოს ჩემპიონ იბერიაში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ამპლუით გარემარბი ლუკას კაფე ითამაშებს.

2023 წელს ბრაზილიის სერია B-ში გრემიო ნოვორიზონტინოში ირიცხებოდა, თუმცა პირველ გუნდში არ უთამაშია. აღნიშნული კლუბის 20-წლამდე გუნდში სან-პაულუს ახალგაზრდულ თასზე (ეს ტურნირი ამ ასაკში ყველაზე პრესტიჟულია) 20 მატჩში 7 გოლი შეაგდო.

2024 და 2025 წლებში ბრაზილიის სერია D-ში (რანგით მეოთხე ლიგა) ბოავიშტასა და ლიმეირაში ითამაშა, საერთო ჯამში აღნიშნულ ლიგაში 31 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

2025 წლის ზაფხულში სომხურ ვანში გადავიდა, ჩემპიონატის 11 მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

ლუკას კაფეს თამაშის გამორჩეული მომენტები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო | 16 წლის ბარამიძის ლამაზი გოლი
მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო | 16 წლის ბარამიძის ლამაზი გოლი