ნერგაძე იბერიას აღარ გაწვრთნის | შესაძლოა, უცხოელმა მწვრთნელმა შეცვალოს
კრისტალსპორტის ინფორმაციით, გუგა ნერგაძე „იბერიას'' აღარ გაწვრთნის. შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონის მთავარ მწვრთნელად ანდრეი დემჩენკო დაინიშნოს, უკრაინელ სპეციალისტთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ანდრეი დემჩენკოს საქართველოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, გორის „დილასა'' (2021-23) და ბათუმის „დინამოს'' (2023-24) წვრთნიდა, 2025 წელს ყაზახურ „ჟენესში'' მუშაობდა, მიმდინარე წელს აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი „არაზი'' ჩაიბარა, თუმცა ცოტა ხნის წინ დატოვა და ამჟამად უმუშევარია.
შედეგების გათვალისწინებით გუგა ნერგაძის იბერიაში მუშაობა წარმატებული იყო, იბერია გასული წლის ოქტომბერში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 17 ტურის შემდეგ იბერია 31 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან რუსთავს 2 ქულით უსწრებს.
2025 წლის სეზონში, როცა გუგა ნერგაძის თავკაცობით იბერია საქართველოს ჩემპიონი გახდა, კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა: „ევროპულ ასპარეზზე ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გუგა ნერგაძე იქნება. უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში კლუბში უცხოელი ინვესტორი შემოვა. ინვესტორს სურდა, რომ უცხოელი მთავარი მწვრთნელი მოეყვანა, მაგრამ ჩემი მოთხოვნა გუგას დარჩენა იყო. გუგა ჩვენი კლუბის იდენტობასთან გაიგევებულია, ის უნდა დარჩეს''.
დღეს 18:00 საათიდან შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა დაიწყება, საქართველოს ჩემპიონის სავარაუდო მეტოქეები შემდეგი გუნდები არიან: ირლანდიის შემროკ როვერსი, ფინეთის კუპს კუოპიო, გიბრალტარის ლინკოლნ რედ იმპსი, ლატვიის რიგა, ესტონეთის ტალინის ფლორა, ჩრდილოეთ ირლანდიის ლარნი და უელსის ნიუ სეინტსი.