მიქაუტაძის კიდევ ერთი აღიარება | Sofascore-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა
ლა ლიგის 23-ე ტურში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავი მატჩის შედეგად ქართველი ფორვარდი პორტალმა Sofascore-მა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ ფორვარდთან ერთად ტურის სიმბოლურში მისი კიდევ ორი თანაგუნდელი, ალბერტო მოლეირო და ნიკოლა პეპე მოხვდნენ.
სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: დავიდ სორია (ხეტაფე), დინ ჰუისენი (რეალი), ერიკ გარსია (ბარსელონა), კიკე სალასი (სევილია), ლუის მილა (ხეტაფე), ნიკოლა პეპე (ვილიარეალი), მიგელ რომანი (სელტა), გორკა გურუსეტა (ბილბაო), ალბერტო მოლეირო (ვილიარეალი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი) და ინიაკი უილიამსი (ბილბაო).

ცნობისთვის, „ესპანიოლთან“ მატჩში მიქაუტაძემ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 6 გოლი და 4 ასისტია.