მაქს ჰოლოუეი, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

გეიჯი: ბედნიერი ვარ, რომ ასე წავაგე - შანსი რომ მქონდეს 100-ჯერ გავიმეორებდი

ჯასტინ გეიჯი არანაირად არ ნანობს იმას, რომ 2024 წლის აპრილში, მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლის ბოლო წამებზე ღია გაცვლაში შევიდა და ამით „დალოცვილს“ (Blessed) საშუალება მისცა, შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნოკაუტის ავტორი გამხდარიყო.

„მაშინ ცუდი ბრძოლა ჩავატარე და წაგებულის პოზიციაში აღმოვჩნდი. როდესაც მან მომცა შანსი, გამოვსულიყავი და ბრძოლა ისე დამესრულებინა, როგორც უნდა დამესრულებინა - მისი დანოკაუტებით და გამარჯვებით. მე, როგორც ნამდვილი მებრძოლი, ასეთ შანსზე არასდროს ვიტყვი უარს. ბრძოლაში მხოლოდ მოსაგებად გამოვდივარ. ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, თავადვე ჩავიგდე თავი ამ დღეში, მესმოდა, რომ ვაგებდი და, სავარაუდოდ, წავაგებდი კიდეც. ამიტომ, როდესაც შანსი გაჩნდა, უბრალოდ სხვა არჩევანი არ მქონდა.

შანსი რომ მომეცეს, ამას ასჯერ გავიმეორებდი და მოხარული ვარ, რომ სწორედ ასე წავაგე. ჩემი მემკვიდრეობისთვის ეს ბევრად უკეთესი ისტორიაა - დამარცხდე ამ გზით, ვიდრე უბრალოდ ერთი წამის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით დათმო ბრძოლა. ის ფაქტი, რომ ნოკაუტში ჩამაგდეს, შემდეგ კი დავბრუნდი და ზედიზედ ორი გამარჯვება მოვიპოვე, ამ გამარჯვებებს ბევრად უფრო შთამაგონებელს ხდის. ეს ჩემი კარიერის დასასრულს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც აქ ვარ“,

- ციტირებს გეიჯის სიტყვებს გამოცემა MMA Junkie.

მას შემდეგ, რაც გეიჯი BMF-ის ტიტულისთვის ბრძოლაში ჰოლოუეისთან მეხუთე რაუნდის ბოლო წამზე მძიმე ნოკაუტით დამარცხდა, 2025 წლის მარტში მან  ეს წაგება რაფაელ ფიზიევთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებით „გადაფარა“, გასული თვის ბოლოს კი პედი პიმბლეტს სძლია ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და UFC-ის დროებითი ჩემპიონის ქამარი მოიპოვა მსუბუქ წონაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები