ჩემპიონთა ლიგა | შერმადინის 2 ქულა ნიმბურკთან
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე რაუნდში ლაგუნა ტენერიფე ნიმბურკს ესტუმრა და მარტივად 69:55 დაამარცხა.
სუსტი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს. ქართველი კალათბურთელი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, თუმცა გარკვეული სათამაშო დრო, რა თქმა უნდა, მიეცა.
შერმადინმა პარკეტზე 15 წუთი და 51 წამი გაატარა. არასრულ 16 წუთში გიორგიმ მხოლოდ 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.
ტენერიფეს მხრიდან საუკეთესო ვან ბეკი იყო, რომელმაც 27 წუთსა და 13 წამში 21 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
ამ მომენტისთვის, ვიდორეტას გუნდს 7 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, ტენერიფე გრან კანარიას უმასპინძლებს.
???? ¡Triunfo importante en Praga!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) February 10, 2026
???????? #VamosCanarias pic.twitter.com/wPg5z9oHUi