დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

შახტარიდან არ მიდის - აზაროვი კონფერენს ლიგის განაცხადში შეიყვანეს

გასული წლის დეკემბერში, უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ დონეცკის შახტარს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 7 ფეხბურთელი დატოვებდა. ერთ-ერთი კი ირაკლი აზაროვი იქნებოდა.

უკრაინული კლუბის დატოვება თავად ქართველ ფეხბურთელსაც სურდა, თუმცა, როგორც ჩანს, ჯვაროსნების უკანახაზელი გუნდში რჩება.

ამ ინფორმაციის სანდოობა შახტარის განაცხადით მტკიცდება. დონეცკელები კონფერენს ლიგის მერვედფინალში გავიდნენ და შახტარმა განაცხადი განაახლა.

განახლებულ განაცხადში კი ირაკლი აზაროვის გვარიც ფიგურირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ზაფხულამდე ქართველი კლუბში დარჩება.

ცნობისთვის, შახტარის მეტოქე კონფერენს ლიგის მერვედფინალში კუპსი-ლეხის ან შკენდია-სამსუნსპორის მატჩის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, ირაკლი აზაროვი დონეცკურ კლუბში 2023 წლიდან თამაშობს. 2023 წლიდან დღემდე, ქართველმა მარცხენა მცველმა 60 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის კიდევ ერთი აღიარება | Sofascore-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა
მიქაუტაძის კიდევ ერთი აღიარება | Sofascore-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა