რომან აბრამოვიჩი
Aa
Aa

საქმე სასამართლომდე მივა? აბრამოვიჩი ჩელსის გაყიდვიდან მიღებულ 2,34 მილიარდს უკრაინას არ ურიცხავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი რომან აბრამოვიჩს სასამართლოთი დაემუქრა, თუ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინას არ გადაეცემა.

საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“ 2022 წლის მაისში 2,34 მილიარდ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, თუმცა აბრამოვიჩი ამ თანხას სანქციების გამო ვერ განკარგავს. რადგან ფინანსები სპეციალურ ანგარიშზეა გაყინული. დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ქვეყნები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ეს ფული უკრაინას გადაეცეს.

სტარმერმა თემთა პალატაში განაცხადა, რომ თანხა უკრაინისთვის შექმნილ ახალ ფონდში გადაირიცხება. მან აღნიშნა, რომ ამ ტრანზაქციისთვის ლიცენზიის გაცემა აბრამოვიჩისთვის მოთხოვნების შესრულების ბოლო შანსი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

„დადგა დრო, რომან აბრამოვიჩმა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც კლუბის გაყიდვისას აიღო და უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 2,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გადარიცხოს. ჩვენი მთავრობა მზად არის, ამას სასამართლოს გზით მიაღწიოს“,

— განაცხადა სტარმერმა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული თანხის დიდ ნაწილს — 1,54 მილიარდ ფუნტს - „ჩელსის“ ყოფილი მშობელი კომპანიის, Fordstam Limited-ის საკრედიტო დავალიანება შეადგენს. კომპანიის ანგარიშებში არ მოიპოვება მინიშნება იმის შესახებ, რომ აბრამოვიჩი ამ ვალების ჩამოწერას აპირებს.

2023 წელს აღინიშნა, რომ აბრამოვიჩი არ აწერდა ხელს შეთანხმებას უკრაინისთვის 2,3 მილიარდი ფუნტის გამოყოფის შესახებ, რადგან თანხის უკრაინასა და რუსეთს შორის განაწილება სურდა.

სავარაუდოდ, რაც ამჟამად ჩანს, „ჩელსის“ ყოფილი მფლობელის სასამართლოში გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები