სულ მცირე 10,5 მილიონი თითო ნაკრებს - რეკორდული საპრიზო ფონდი
Aa
Aa

სულ მცირე 10,5 მილიონი თითო ნაკრებს - რეკორდული საპრიზო ფონდი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თითოეული მონაწილე გუნდი გარანტირებულად სულ მცირე 10,5 მილიონ დოლარს მიიღებს.

ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იუწყება, რომ FIFA-ს საბჭომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად რეკორდული თანხა - 727 მილიონი დოლარი გამოყო, რაც 50%-ით მეტია 2022 წლის კატარის ჩემპიონატთან შედარებით. ეს თანხა მონაწილე ასოციაციებს შორის განაწილდება, საიდანაც 655 მილიონი დოლარი უშუალოდ ტურნირის საპრიზო ფონდს შეადგენს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჯილდოს სახით 50 მილიონ დოლარს მიიღებს, ფინალისტი კი 33 მილიონს. ბრინჯაოს პრიზიორი 29 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, მე-4 ადგილზე გასული გუნდი 27 მილიონს. მეოთხედფინალისტებს 19-19 მილიონი დოლარი გადაეცემათ, 1/8 ფინალის მონაწილეებს 15 მილიონი, ხოლო 1/16 ფინალში გასულებს 11 მილიონი დოლარი. გუნდები, რომლებიც ასპარეზობას ჯგუფურ ეტაპზე დაასრულებენ, 9-9 მილიონ დოლარს მიიღებენ.

გარდა ამისა, თითოეულ მონაწილეს მოსამზადებელი ხარჯების დასაფარად 1,5 მილიონი დოლარი გადაეცემა. ამგვარად, ტურნირში მონაწილეობისთვის თითოეული ასოციაცია ჯამში სულ მცირე 10,5 მილიონ დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით აშშ, კანადა, მექსიკაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები