Transfermarkt: კვარა ლიგა 1-ის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებში შედის
ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა.
როგორც აღმოჩნდა, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 5 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის გახლავთ.
პირველ და მეორე პოზიციას პორტუგალიელი ფეხბურთელები ჟოაუ ნევეში და ვიტინია იყოფენ - 110 მილიონი ევრო.
მესამე ადგილზე უსმან დემბელე გახლავთ, რომლის ღირებულებაც 100 მილიონი ევროა. მე-4 და მე-5 ადგილებს ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე იყოფენ - 90 მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ გრანდს გასული წლის ზამთარში შეუერთდა და ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო, გარდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისა.
კვარამ პსჟ-ს მაისური დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 52-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.