ჟორჟს 2 გოლის გატანა შეეძლო - ვილიარეალი სამეფო თასზე რასინგთან დამარცხდა
ესპანეთის სამეფო თასის მეორე წრეში ვილიარეალი სტუმრად რასინგს დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა. მარსელინოს გუნდი კოპა დელ რეიდან გავარდა.
გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც გოლის გატანის 2 შანსი ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მასპინძელთა მეკარემ აჯობა.
ანგარიში საკმაოდ მალე, მე-6 წუთზე არანამ გახსნა, რომელმაც 28-ე წუთზე მცველების შეცდომით ისარგებლა და დუბლი შეასრულა.
მიქაუტაძეს გოლების გატანა 35-ე და 52-ე წუთებზე შეეძლო. მარსელინომ ის მოედანიდან 83-ე წუთზე გაიყვანა.
ყვითელმა წყალქვეშა ნავმა ერთი ბურთის გაქვითვა 86-ე წუთზე შეძლო. თავი აიოზე პერესმა გამოიჩინა. საბოლოოდ 2:1 და რასინგი შემდეგ ეტაპზე გავიდა.