პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ფლამენგო
Aa
Aa

Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება

საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პარი სენ ჟერმენი ფლამენგოს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და ერთადერთი გოლი კვარამ გაიტანა. საბოლოოდ, ლუის ენრიკეს გუნდმა პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელები შეაფასა. გამოცემის ვერსიით, საუკეთესო ნუნუ მენდეში იყო.

Sofascore:

„საფონოვი(8.0), ზაირ-ემერი(7.0), მარკინიოსი(6.9), პაჩო(7.3), მენდეში(8.5), ნევეში(7.2), ვიტინია(7.4), რუისი(6.7), დუე(6.3), ლი(6.5), კვარაცხელია(7.9), მაიულუ(6.1), ბარკოლა(6.1), დემბელე(6.5), მბაიე(6.6), ნჯანტუ(6.2).

როგორც ხედავთ, ხვიჩა კვარაცხელიას მესამე ყველაზე მაღალი შეფასება ერგო. შეგახსენებთ, რომ კვარამ პარი სენ ჟერმენში გადასვლის შემდეგ, საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერ თასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფრიდან არაფრამდე“ - ესპანური პრესა ტაბატაძის რეგრესზე წერს
„ყველაფრიდან არაფრამდე“ - ესპანური პრესა ტაბატაძის რეგრესზე წერს