კრისტალ პალასი
Aa
Aa

კროოსისა და მოდრიჩის შემცვლელად ხედავენ - რეალი უორტონს უმიზნებს

მადრიდის „რეალი“ „კრისტალ პალასის“ ნახევარმცველის, ადამ უორტონის ტრანსფერს განიხილავს. ამის შესახებ მადრიდული გამოცემა AS-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, „ბლანკოსი“ ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის ტიპის ნახევარმცველის ეძებს, რომელსაც მატჩის ტემპის მართვა და სიღრმიდან ბურთის განაწილება შეუძლია. ლონდონურ კლუბს უორტონის სანაცვლოდ სულ მცირე 80 მილიონი ევროს მიღება სურს.

ამასთანავე, AS-ი წერს, რომ „სამეფო კლუბი“ „არწივებს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ რომელიმე ფეხბურთელს, მაგალითად, როდრიგოს დაემშვიდობება. ბრაზილიელის გადაბირებით „მანჩესტერ სიტია“ დაინტერესებული, თუმცა თვითონ როდრიგოს „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვება არ სურს.

ასევე ცნობილია, რომ უორტონი „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ლივერპულისა“ და „სიტის“ ინტერესთა სფეროშია. „კრისტალ პალასთან“ უორტონის კონტრაქტი 2029 წლამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რაფინიამ შესაძლოა ბარსელონა დატოვოს | El Nacional
რაფინიამ შესაძლოა ბარსელონა დატოვოს | El Nacional