ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ახალი კონტრაქტის შესახებ, ვინისიუსისა და რეალის მოლაპარაკებები ჩიხშია

მადრიდის „რეალსა“ და ვინისიუს ჟუნიორს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაპაუზებულია.

ბრაზილიელი ვინგერის მოქმედი ხელშეკრულება სამეფო გუნდთან 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი.

ESPN-ის ინფორმაციით, კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში რამდენიმე კვირის წინ შევიდა. ფეხბურთელის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კლუბის შეთავაზების მიღება მიზანშეწონილი არ არის.

ვინისიუსის გარემოცვა იმედოვნებდა, რომ მას ხელფასს ფიქსირებულ 20 მილიონ ევრომდე გაუზრდიდნენ, ამ თანხის 30 მილიონამდე გაზრდის შესაძლებლობით. თუმცა „რეალის“ საბოლოო შეთავაზება მხოლოდ 20 მილიონ ევროს ითვალისწინებს, დამატებითი ბონუსების გარეშე.

ბრაზილიელის აგენტებმა გადაწყვიტეს დაიცადონ და დააკვირდნენ, როგორ ჩავლის მიმდინარე სეზონი, ასევე გაიგონ ახალი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს გეგმები და გადაწყვეტილება მხოლოდ შემდეგ მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ვინგერი „ბლანკოსის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან 58 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 19 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიასთვის ხელმისაწვდომი არაა | რას წერენ ჩაკვეტაძეზე ესპანურ პრესაში
ვალენსიასთვის ხელმისაწვდომი არაა | რას წერენ ჩაკვეტაძეზე ესპანურ პრესაში