დაჩი ლორთქიფანიძე
Aa
Aa

ნიკოლას გადაწყვეტილება | დაჩი ლორთქიფანიძე მილანთან მატჩის განაცხადშია

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში „მილანი“ „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება. „ლა კრემომ“ სამატჩო განაცხადი დაასახელა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დავიდე ნიკოლამ „როსონერისთან“ შეხვედრისთვის დაჩი ლორთქიფანიძეც გამოიძახა.

Crystalsport-ის ინფორმაციით, ნიკოლას ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს. დაჩიმ მოსამზადებელი შეკრება ძირითად გუნდთან ერთად გაიარა და ამხანაგურ შეხვედრებში სათამაშო დროც მიიღო. მან მთავარ მწვრთნელზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და შესაძლოა, „მილანთან“ მოედანზეც ვიხილოთ.

20 წლის ქართველი ფეხბურთელი „კრემონეზეს’’ აღზრდილია. 2023-24 წლების სეზონში დაჩი „კრემონეზეს’’ 19-წლამდე გუნდს კაპიტნობდა, გუნდმა პრიმავერა 2 მოიგო, რაშიც ქართველმა ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა. 2024 წლის ზაფხულში მან „კრემონეზეს“ მთავარ გუნდთან ერთად შეკრება პირველად გაიარა და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რაც შეეხება დავიდე ნიკოლას, მას აუტსაიდერ გუნდებში მუშაობა მშვენივრად გამოსდის. მისმა გაწვრთნილმა გუნდებმა იტალიის უმაღლეს ლიგაში ადგილი არაერთხელ შეინარჩუნეს, მათ შორის 2023-24 წლების სეზონში „ემპოლიმ“, როცა ამ გუნდის წევრი საბა გოგლიჩიძე იყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მიქაუტაძე ტოპ-ფეხბურთელია“ - მეცის მცველი ყოფილ თანაგუნდელზე
„მიქაუტაძე ტოპ-ფეხბურთელია“ - მეცის მცველი ყოფილ თანაგუნდელზე