მათე საური
Aa
Aa

პირველ გუნდშიც ათამაშეს | საური ოვიედოს მეორე გუნდის კაპიტანი გახდა

„ოვიედოს’’ მეორე გუნდის კაპიტანი ქართველი მეკარე მათე საური გახდა.20 წლის საური ახალი სეზონისთვის „ოვიედოს’’ პირველ გუნდთან ერთად ემზადებოდა, მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ ერთ ამხანაგურ მატჩში „ალ-ყადისიასთან'' ათამაშა. მათე „ოვიედოს’’ პირველი გუნდის მესამე მეკარედ ითვლება, მეორე გუნდში რეგულარული სათამაშო დრო ექნება. ამასთან ერთად, პირველ გუნდში ივარჯიშებს

მათე ესპანურ კლუბში მეორე სეზონს იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, კლუბში მის მიმართ საკმაოდ პოზიტიური განწყობა იყო და მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება ისურვეს.

გასულ სეზონში „ოვიედო'' ლა ლიგიდან გავარდა და შემდეგ სეზონს ლა ლიგა 2-ში გაატარებს, „ოვიედოს'' მეორე გუნდი რანგით მე-4 ლიგაშია.

შეგახსენებთ, მათე საური დინამო თბილისის აღზრდილია, 2024-25 წლების სეზონი იჯარით პორტუგალიურ რიუ ავეში გაატარა, გასული სეზონი - ოვიედოს მეორე გუნდში. 1,91 მ. სიმაღლის ნიჭიერ მეკარეს, რომელიც ფეხით კარგად თამაშით გამოირჩევა, საქართველოს 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები