კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: ხარისხმა დაიკლო, გუნდების რაოდენობა 20-დან 18-მდე უნდა შემცირდეს

კარლო ანჩელოტიმ საფეხბურთო სეზონში ზედმეტი მატჩების რაოდენობას გაუსვა ხაზი და შიდა ჩემპიონატებში გუნდების 20-დან 18-მდე შემცირების იდეით გამოვიდა.

„დიახ, თამაშები ძალიან ბევრია და ყველა მათგანი მაღალი ხარისხის ნამდვილად არ არის. ფეხბურთი უფრო ინტენსიური და დინამიკური გახდა, ანალიტიკაც ფართოდ გამოიყენება, თუმცა ფიფა და უეფა ვალდებული არიან კალენდარს გადახედონ.

ძალიან ბევრი მატჩია, მათი ნაწილი უხარისხოა, ტრავმებიც მომრავლდა. ლიგებმა მონაწილე გუნდების რაოდენობა 20-დან 18-მდე უნდა შეამცირონ. ვფიქრობ, ეს კარგი გამოსავალი იქნებოდა. ასე თავიდან ავიცილებდით დაბალი ხარისხის თამაშებს, ხოლო ფინანსური ხარჯებიც უფრო გონივრული გახდებოდა.

თუმცა ამისთვის დაინტერესებულ მხარეებს შორის შეთანხმებაა საჭირო, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა.

მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ჩვენ უზარმაზარ ხელფასებს ვიღებთ და ალბათ ამიტომაც არ სურთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაგვსვან“.

– აღნიშნა ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ilgiornale-სთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები