კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„სერიოზული საკადრო კრიზისია“ - ანჩელოტი სკუადრა აძურაზე

2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების გამოტოვების შემდეგ, არსებობს სერიოზული საშიშროება იმისა, რომ იტალიის ნაკრები კიდევ ერთი მუნდიალის მიღმა დარჩეს. სიტუაციის გამოსასწორებლად, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა სამწვრთნელო ცვლილებას შესარჩევი ეტაპის მსვლელობისას მიმართეს და ლუჩიანო სპალეტი ჯენარო გატუზოთი ჩაანაცვლეს. რამდენად იქნება ეს შედეგის მომტანი, ამის თაობაზე მედიის წარმომადგენლებმა კარლო ანჩელოტის მიმართეს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ბრაზილიის ეროვნულ გუნდს ამზადებს და კარლიტომ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„სერიოზული საკადრო კრიზისი გვაქვს. არ გვყავს ისეთი დონის შემტევები, როგორებიც კრისტიან ვიერი, ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო დელ პიერო და ფილიპო ინძაგი იყვნენ. მცველები დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევენ, თუმცა ნახევარდაცვაში ნიჭიერი კადრის მოძებნა ძალიან რთულია. გატუზოს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ფაქტია, რომ ის ურთულეს საქმეს შეეჭიდა და მის სათანადოდ დასაგვირგვინებლად უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება“.

ცნობისათვის, იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე უკანასკნელად 2014 წელს იასპარეზა და ურუგვაისთან, ინგლისთან და კოსტა რიკასთან ბრძოლაში ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ დაძლია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„იტალიას მუნდიალზე დავაბრუნებ“ - გატუზოს ამბიციური გეგმები
„იტალიას მუნდიალზე დავაბრუნებ“ - გატუზოს ამბიციური გეგმები