ხაბიბ ნურმაგომედოვი, დენიელ კორმიე
Aa
Aa

„$40 მილიონი შესთავაზეს, მაგრამ...“ - კორმიემ ხაბიბ ნურმაგომედოვზე ილაპარაკა

UFC-ის კომენტატორმა, ქვემძიმე და მძიმე წონების ყოფილმა ჩემპიონმა, დენიელ კორმიემ ხაბიბ ნურმაგომედოვზე ილაპარაკა.

მისი თქმით, „არწივს“ კარიერის განსაახლებლად სერიოზული თანხა შესთავაზეს, თუმცა მან ეს არ მოისურვა.

„ხაბიბმა თქვა, რომ მას 40 მილიონი დოლარი შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა. თუ მას 40 მილიონი შესთავაზეს და არ დაბრუნდა, ე.ი. ის ნამდვილად აღარ დაბრუნდება“, - თქვა კორმიემ UFC 319-ის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბმა ბოლოს UFC 254-ზე იჩხუბა, რომელიც 2020 წლის 24 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროებში გაიმართა.

ნურმაგომედოვის მეტოქე UFC-ს დროებითი ჩემპიონი, ჯასტინ გეიჯი იყო, რომელიც მან მეორე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

„არწივისთის“ ეს კარიერაში 29-ე ჩხუბი იყო, რომლის შემდეგაც, მან კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დრიკუსმა სიტყვა „რე“ ან „მატჩი“ ერთადაც კი არ უნდა წარმოთქვას, სჯობს წონა შეიცვალოს...“
„დრიკუსმა სიტყვა „რე“ ან „მატჩი“ ერთადაც კი არ უნდა წარმოთქვას, სჯობს წონა შეიცვალოს...“