ლუის სუარესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

კიდევ 1 წლით ინტერ მაიამიში - სუარესმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

ამერიკელ გულშემატკივრებს ლუის სუარესის თამაშის საკუთარი თვალით ხილვის ბედნიერება კიდევ 1 წლით ექნებათ.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ინტერ მაიამისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და 2026 წლის სეზონში კვლავ ლეო მესისთან ერთად დიდებულ დუეტს შექნის.

შეგახსენებთ, რომ მესიმ სულ ცოტა ხნის წინ, დევიდ ბექჰემის გუნდთან ხელშეკრულება 2028 წლამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ინტერ მაიამიმ 2025 წლის სეზონის MLS ისტორიაში პირველად მოიგო. ამ წარმატებაში კი უდიდესი წვლილი სწორედ მესიმ და სუარესმა შეიტანეს.

ცნობისთვის, ურუგვაელი თავდამსხმელი ამერიკულ გუნდში 2024 წელს გადავიდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 87 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 42 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები