მოჰამედ სალაჰი, დიტმარ ჰამანი
Aa
Aa

ჰამანი: სალაჰი ინგლისში, ესპანეთში და გერმანიაში აღარ სჭირდებათ

„ბაიერნის“ ყოფილმა ნახევარმცველმა დიტმარ ჰამანმა მოჰამედ სალაჰის მომავალზე ისაუბრა და მის სავარაუდო მომავალ გუნდად იტალიური სერია A-ს რომელიმე კლუბი დაასახელა.

„თუ სალაჰი არ არის მზად შეეგუოს იმას, რომ ყოველთვის არ ითამაშებს და აგრძელებს საუბარს მწვრთნელის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობაზე, მაშინ მან და კლუბმა გამოსავალი უნდა იპოვონ. ეს გამოსავალი კი შესაძლოა მათი დაშორება იყოს.

არ მგონია, სალაჰს საუდის არაბეთში წასვლა სურდეს, რადგან გასულ წელს მსგავსი შეთავაზება უარყო. ევროპაში კვლავ მოიძებნებიან მისით დაინტერესებული კლუბები. ესპანეთის, გერმანიისა და ინგლისის ტოპ-კლუბებს მისი გაფორმება, შესაძლოა, აღარ უნდოდეთ, მაგრამ სავსებით წარმომიდგენია მისი დაბრუნება იტალიაში. ეს ლიგა ცნობილია იმით, რომ იწვევს გამოცდილ მოთამაშეებს და მათ ძველი ფორმის დაბრუნებაში ეხმარება.

ბოლო წლებში ინტერმა არაერთი ასეთი ფეხბურთელი დაიმატა. სალაჰს ვერ ვხედავ ვერც ბაიერნში და ვერც ესპანურ გრანდებში, ინგლისის წამყვან კლუბებს კი მისი მომსახურება აღარ სჭირდებათ“,

- თქვა ჰამანმა.

ბოლო ინფორმაციით, სალაჰი შესაძლოა „ლივეპრულში" კიდევ ერთი სეზონით დარჩეს, თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული არაფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები