29 წლის ფეხბურთელი ბორჯომში მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლა
ქართველი ფეხბურთელი ზურა გელაშვილი 29 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.
22 აგვისტოს ბორჯომში ავტოკატასტროფის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. დაახლოებით ღამის პირველ საათზე ერთმანეთს ტრაილერი და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.
ზურა გელაშვილი საქართველოს U17 და U19 ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იყო. ის სხვადასხვა დროს ქუთაისის „ტორპედოში“, რუსთავის „მეტალურგში“, გურიის „საპოვნელაში“, „ზუგდიდსა“ და „ზესტაფონში“ თამაშობდა.
ბოლოს ის „სამცხეში“ თამაშობდა. 2024 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
Crystalsport-ის რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.