გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ბარტერის შანსი სერია B-ს კლუბებს შორის | კვერნაძეს მსურველი ჰყავს

გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ იტალიის სერია B-ს ახალი სეზონისთვის ემზადება და შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობას განაგრძობს. იტალიური კლუბის ყურადღების ცენტრში ნიკოლო ბუსი მოექცა, რომელიც „კატანძაროს“ რიგებში ასპარეზობს.

კლუბები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და ბუსოს დათმობის სანაცვლოდ, „კატანძარომ“ კვერნაძე მოითხოვა. იტალიური გამოცემის, Catanzarocalcionews-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მხოლოდ ვარიანტები განიხილება, თუმცა არსებობს შანსი, მხარეებს შორის ბარტერი დაიხუროს.

„ფროზინონეს“ მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალვინის ბუსო ძალიან მოსწონს და მისი გადაბირება უნდა. „კატანძაროს“ სპორტულმა დირექტორმა, ჩირო პოლიტომ მის გაშვებაზე თანხმობა განაცხადა, ოღონდ გარიგებაში კვერნაძის ჩართვა მოითხოვა. როგორც ირკვევა, „ფროზინონე“ მზადაა, ეს გარიგება დახუროს თუ „კატანძარო“ გარკვეულ თანხასაც გადაიხდის.

2024/25 წლების სეზონში კვერნაძემ მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევროა და გიორგის „ფროზინონესთან“ ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას გაყიდვა მისმა აგენტმა მაიძულა“ - აურელიო დე ლაურენტისი
„კვარას გაყიდვა მისმა აგენტმა მაიძულა“ - აურელიო დე ლაურენტისი