„თოფურია? კარიერის პიკზე ჩემი ყველას ეშინოდა“ - ტონი ფერგიუსონი
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა Inside Fighting-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერის საუკეთესო წლებში ილია თოფურიას დაამარცხებდა.
რას ამბობს „ელ კუკუი“:
„როდესაც კარიერის პიკზე ვიყავი, ყველას ვამარცხებდი. ჩემი ყველა მებრძოლს ეშინოდა, მათ შორის ხაბიბ ნურმაგომედოვს და კონორ მაკგრეგორსაც. მათ ჩემთან დაპირისპირება არ სურდათ. ოჯახის წევრები არწმუნებდნენ მათ, ჩემთან საქმე არ დაეჭირათ.
მე მიწოდებდნენ სასტიკ მხეცს, რომელთანაც მიახლოება საშიშია. საბოლოო ჯამში, მათ ჩემპიონობამდე გზა გაიკვლიეს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი წასვლის შემდეგ მოხდა. მე მსუბუქი წონის ლეგენდა ვარ და საუკეთესო ფორმაში ნებისმიერ მეტოქეს დავამარცხებდი“.
შეგახსენებთ, რომ კარიერის პიკზე ფერგიუსონმა ზედიზედ 12 ჩხუბი მოიგო, თუმცა ამის შემდეგ ზედიზედ 8-ჯერ დამარცხდა და UFC-ის ანტირეკორდი დაამყარა - ხაბიბ ნურმაგომედოვთან და კონორ მაკგრეგორთან მას არ უჩხუბია.