ლამინ იამალი, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

112 წლის შემდეგ პირველად - იამალის მორიგი რეკორდი

საფრანგეთის წინააღმდეგ (5:4) ერთა ლიგის ნახევარფინალში ლამინ იამალის მორიგი სპექტაკლი ვიხილეთ. 17 წლის ესპანელმა დუბლი შეასრულა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. გარდა ამისა, მან ისტორიული მაჩვენებელიც დააფიქსირა.

იამალი გახდა პირველი ევროპელი ფეხბურთელი ბოლო 112 წლის განმავლობაში, რომელმაც ნაკრებში მინიმუმ 6 გოლი გაიტანა, სანამ 18 წლის გახდებოდა. ლამინი ახლა 17-ის არის.

ეს რეკორდი 1913 წელს ბელგიელ ნისოს ეკუთვნის, რომელმაც 18 წლამდე ეროვნულ გუნდში 7 გოლის გატანა შეძლო.

იამალმა საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და პორტუგალიასთან ფინალის გარდა ოქროს ბურთის შესახებაც ისაუბრა.

„მე-60 წუთისთვის ანგარიში შემაძრწუნებელი იყო, მაგრამ საფრანგეთმა შეძლო და ზიანი მოგვაყენა, გვანერვიულა. რაც შეეხება ფინალს, ორი კარგი გუნდი ითამაშებს, მსოფლიო დონის ფეხბურთელებით. უძლიერესი გაიმარჯვებს. იმედი მაქვს, თასს ესპანეთში დავაბრუნებთ.

ოქროს ბურთი? ყოველთვის ვეუბნები დედაჩემს, რომ ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო. ეს მაძლევს მოტივაციას, ვითამაშო ფეხბურთი, სწორედ ამისთვის ვდგები დილით. დემბელე შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ჩვენ ფინალში ვართ.

გვინდა ისტორია შევქმნათ. ფეხბურთში ყველაზე რთული რამ ისევ და ისევ გამარჯვებაა. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვეცდებით - დავიცვათ ჩვენი ნაკრების ფერები. ყველა დიდ პატივს ვცემთ რონალდუს - ის ფეხბურთის ლეგენდაა. მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, ანუ შევეცდები გამარჯვებები გავაგრძელო“.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია ესპანეთის ფინალი კვირას (22:45) მიუნხენში „ალიანს არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ს აჯობეს - რეალი 17 წლის არგენტინელ ტალანტს იფორმებს
პსჟ-ს აჯობეს - რეალი 17 წლის არგენტინელ ტალანტს იფორმებს