გავი
Aa
Aa

„თუ ჩემს გუნდში ხარ, ძალიან შემიყვარდები“ - გავის ხმაურიანი განცხადება

გავიმ ესპანეთის ნაკრების ბანაკში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და RAC1-თან ინტერვიუში აღიარა, რომ თუ მსოფლიო ჩემპიონატიდან ერთი ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობა ექნებოდა, არჩევანს ხულიან ალვარესზე გააკეთებდა.

სწრაფი კითხვების რუბრიკაში „ბარსელონას“ ნახევარმცველმა თავდაპირველად მარკ პუბილი ახსენა, თუმცა მალევე აზრი შეიცვალა.

„ესპანეთის ნაკრებიდან ვის გადავიყვანდი „ბარსელონაში“? მომწონს პუბილი... არა, მოდი ასე ვიტყვი — მიკელ ოიარსაბალს. მსოფლიო ჩემპიონატიდან კი — ხულიან ალვარესი,“ — განაცხადა გავიმ.

მან ასევე ისაუბრა მარკ კუკურეიას რეალში გადასვლაზე და აღნიშნა, რომ ეს ტრანსფერი ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

„ამის შესახებ ვარჯიშის შემდეგ, ერთი დღით ადრე გავიგეთ და სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ველოდით. ყველაფერი ჩუმად შეინახა, არავინ არაფერი იცოდა.

როგორც მეტოქე, კუკურელია მომწონს — ძალიან უხეში, აგრესიული და ინტენსიური ფეხბურთელია. ვფიქრობ, „რეალისთვის“ კარგი ტრანსფერია და მის გამო ბედნიერი ვარ.“

გავიმ ასევე აღნიშნა, რომ მადრიდელებს ბოლო წლებში მარცხენა მცველის პოზიციაზე პრობლემები ჰქონდათ.

„მაგრამ ეს ბუნებრივია, როცა ჩვენს გუნდში საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს — მისი შეჩერება ძალიან რთულია და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება.

მე მზად ვარ. ძალიან მოტივირებული ვარ და ასეთი დაპირისპირებები მიყვარს. ვფიქრობ, ეს მთლიანად ფეხბურთისთვისაც კარგია და გულშემატკივარს ძალიან მოეწონება.“

გავიმ ესპანეთის ნაკრების თამაშზეც ისაუბრა და აღიარა, რომ კაპო ვერდესთან მატჩში ბურთის მოძრაობა ძალიან ნელი იყო.

„კრიტიკას ველოდი. ნაკრებში დებიუტის დღიდან მუდმივად მაკრიტიკებენ და სიმართლე გითხრათ, ეს არასდროს მთრგუნავს. რა თქმა უნდა, კრიტიკის მიღება არ მსიამოვნებს, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად მაძლევს მოტივაციას.

ხალხმა ფეხბურთზე ბევრი არაფერი იცის. მხოლოდ გოლებსა და საგოლე გადაცემებს უყურებენ, თუმცა ჩემთვის ფეხბურთი გაცილებით მეტია.

თუ ჩემს გუნდში ხარ, ძალიან შეგიყვარებ. თუ არა — ალბათ ჩემი მოკვლაც მოგინდება,“ — თქვა ესპანელმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში საუდის არაბეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 21 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს არასწორია, ბოლო 15 წუთის მოთამაშეა | სქოულზმა და ბატიმ კრიშტიანუ გააკრიტიკეს
ეს არასწორია, ბოლო 15 წუთის მოთამაშეა | სქოულზმა და ბატიმ კრიშტიანუ გააკრიტიკეს