2024/25 წლების სეზონის საუკეთესო გარემარბები | რომელზეა ხვიჩა ESPN-ის რეიტინგში
ESPN-მა 2024/25 წლების სეზონი შეაჯამა და თითოეულ პოზიციაზე, საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. გარემარბებზე საუბრისას, ESPN-ის ყურადღების ცენტრში ხვიჩა კვარაცხელიაც მოექცა და ამერიკული პლატფორმის მიხედვით, საუკეთესო ვინგერებს შორის, „კვარა“ მეშვიდეა.
რა ხდის განსაკუთრებულს: არაპროგნოზირებადი გარემარბი, რომელსაც აქვს უნარი, მცველები მარცხნივ ან მარჯვნივ წასვლით მოატყუოს. შუა სეზონში, პარი სენ-ჟერმენში გადასვლამ, მის გუნდში ახალი პოტენციალი გამოავლინა.
ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემი: ლიგა 1-ში და ჩემპიონთა ლიგაზე, ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი საშუალოდ 90 წუთში - 2.25.
რატომ მოხვდა სიაში: სეზონის პირველ ნახევარში, პარი სენ-ჟერმენს ჩემპიონთა ლიგაზე არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ კვარაცხელიას შეძენის შემდეგ, ფრანგული გრანდი ტრანსფორმირდა და ქართველი გარემარბი აღმოჩნდა საბოლოო ნაწილი, რომელიც პსჟ-ის აკლდა. გამბედაობა მას ისეთ არაპროგნოზირებად ფეხბურთელად აქცევს, რომ მისი შეჩერება მსოფლიოს საუკეთესო დაცვის ხაზებსაც უჭირთ. მისი ტრანსფერი დემბელსა და დუეს აღმასვლას დაემთხვა და მათ ევროპაში საუკეთესო შემტევი ტრიო ჩამოაყალიბეს.
რა არის შემდეგი: 24 წლის კვარაცხელიას ყველაფრის მიღწევა შეუძლია. პარი სენ-ჟერმენში, მან ჩემპიონთა ლიგა და საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო და აშშ-ში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებთან ერთად, კვარაცხელიას შანსი აქვს, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს. მას შეუძლია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდეს.
ცნობისთვის, ESPN-მა კვარაცხელიაზე წინ ბუკაიო საკა, უსმან დემბელე, ვინისიუს ჟუნიორი, რაფინია, ლამინ იამალი და მოჰამედ სალაჰი დააყენა. ESPN-ის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო გარემარბი სწორედ სალაჰია, მეორე ადგილზე იამალია, მესამეზე - რაფინია.