„ჩემთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“ - ჯონსი ასპინალზე
UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა ამავე წონის დროებით ჩემპიონზე, ტომ ასპინალზე ისაუბრა. ჯონსის თქმით, მას ასპინალის არ ეშინია.
„ტომ ასპინალს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ის ჩემთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მას სურს, გახდეს ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი, ჩემი კარიერა კი სრულიად სხვა დონეზეა, მე სხვა პლანეტიდან ვარ. არ მძულს სხვა მებრძოლები, უბრალოდ მათი მხრიდან შურს ვპასუხობ.
არავისი მეშინია. ჩემი ოჯახისთვის არაერთხელ მიკითხავს - რამდენად მაღლა შეიძლება ავიდე ამ სპორტში? სპორტსმენის მიზანი საკუთარი ბრენდის შექმნა, შემდეგ კი მისი გამოყენებაა. ამიტომ არ მესმის, რომ ადამიანები გაიგებენ იმ სიტუაციას, რომელშიც მე აღმოვჩნდი“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ასპინალმა განაცხადა, რომ თავისი მომდევნო ჩხუბის ჩატარების დრო და ადგილი გაიგო, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ცნობისთვის, ტომი ჯონსს თვეებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი საჯაროდ რამდენჯერმე გამოთქვა. 2023 წლის ნოემბრიდან ასპინალი მძიმე წონის დროებით ქამარს ფლობს, ჯონსმა კი ბოლოს 2024 წლის ნოემბერში იჩხუბა, როცა სტიპე მიოჩიჩი დაანოკაუტა.