ჯან პიერო გასპერინი
Aa
Aa

ოფიციალურად - გასპერინიმ რომა ჩაიბარა

„რომამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯან პიერო გასპერინის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

67 წლის იტალიელმა სპეციალისტმა „ჯალოროსისთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„მე ავირჩიე „რომა“, რადგან ეს დიდი გამოწვევაა და მე ეს მჭირდებოდა. ამ კლუბს აქვს დიდი ვნება აქვს და ამ კლუბს სურს, რომ დიდ მიზნებს მიაღწიოს. ვფიქრობ, ამისთვის ყველა პირობა არსებობს“, - თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯან პიერო მანამდე „ატალანტას“ წვრთნიდა. 9-წლიანი მუშაობის მანძილზე, მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ყველა ტურნირზე გამართული 439 მატჩიდან 228 მოიგო, 101 ფრედ დაასრულა და 110 მარცხი განიცადა.
შარშანდელ სეზონში კი, ბერგამოს კლუბმა არსებობის ისტორიაში პირველად ევროპა ლიგა მოიგო.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ატალანტა“ ივან იურიჩმა ჩაიბარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაზილიის ნაკრებში ანჩელოტის ეპოქა დაიწყო | არგენტინამ ჩილეს მოუგო
ბრაზილიის ნაკრებში ანჩელოტის ეპოქა დაიწყო | არგენტინამ ჩილეს მოუგო