ტაირიზ ჰალიბერტონი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, პასკალ სიაკამი
Aa
Aa

ინდიანას სასწაული, ჰალიბერტონის სიგიჟე 0.3 წამით ადრე | სუპერფინალი საოცრად დაიწყო

NBA-ის სუპერფინალურ სერიაში, საჩემპიონო ბეჭდებისთვის „ინდიანა პეისერსი“ და „ოკლაჰომა სითი თანდერი“ იბრძვიან. „თანდერს“ საკუთარი კედლების უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და „პეისერსმა“ საოცარი თამაში მოიგო.

„ინდიანამ“ მატჩი ცუდად დაიწყო, პირველ ტაიმში 18 დაკარგვა ჰქონდა და შესვენებაზე 45:57-ს აგებდა. მეოთხე მეოთხედში, „ოკლაჰომას“ უპირატესობა 15 ქულა იყო, საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე კი „თანდერი“ 9 ქულით იგებდა, მაგრამ ეს ჰანდიკაპი საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.

„ინდიანამ“ გაქცევა მოაწყო და მატჩის დასრულებამდე 0.3 წამით ადრე, ტაირიზ ჰალიბერტონის ორქულიანით 111:110 მოიგო. 1971 წლის შემდეგ, სუპერფინალური სერიის მატჩის ბოლო სამ წუთში, გუნდს მინიმუმ 9-ქულიანი უპირატესობა 183-ჯერ ჰქონია. „ოკლაჰომა“ პირველი გუნდია, რომელმაც ეს ფორა ვერ შეინარჩუნა.

„პეისერსის“ რიგებში საუკეთესო პასკალ სიაკამი იყო - 19 ქულა, 10 მოხსნა. ობი ტოპინმა 17 ქულა დააგროვა. მაილს ტერნერმა 15 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ხოლო ჰალიბერტონმა 14 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. „ოკლაჰომას“ რიგებში საუკეთესო შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო - 38 ქულა. ჯეილენ უილიამსმა 17 ქულა გააკეთა, ლუ დორტმა - 15.

ცნობისთვის, „ოკლაჰომასა“ და „ინდიანას“ მეორე შეხვედრა 9 ივნისს გაიმართება და „თანდერი“ ისევ მასპინძელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლორიას 79-ე, დებიუტი და რეკორდი - საქართველომ ფარერები დაამარცხა
ლორიას 79-ე, დებიუტი და რეკორდი - საქართველომ ფარერები დაამარცხა