გიორგი ლორია, ლუკა ლოჩოშვილი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ლორიას 79-ე, დებიუტი და რეკორდი - საქართველომ ფარერები დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის ამხანაგური მატჩებიდან პირველი გამართა და „დინამო არენაზე“ ფარერების ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი ვილი სანიოლის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი ლუკა ლოჩოშვილი გახდა, რომელმაც გულიაშვილის კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა.

საქართველოს ნაკრები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ცივსისხლიანობა აკლდა. რამდენიმე მომენტი სტუმრებსაც ჰქონდათ, თუმცა გიორგი ლორია მოწოდების სიმაღლეზე იყო.

საბოლოოდ, არც თუ ისე სანახაობრივ შეხვედრაში სანიოლის გუნდმა გაიმარჯვა და მომდევნო შეხვედრას ქუთაისში (8 ივნისს, 20:00) კაბო ვერდეს წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღევანდელ შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს გამოემშვიდობა გიორგი ლორია, რომელმაც ნაკრების მაისური 79-ე შეხვედრაში მოირგო. ლორია 25 წლის დავით კერესელიძემ (გორის დილა) შეცვალა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო მატჩი გახლდათ.

დღეს რეკორდიც ვიხილეთ: 16 წლის და 9 თვის მარცხენა მცველმა საბა ხარებაშვილმა ( თბილისის დინამო) ლევან ყენიას რეკორდი (16 წლის და 10 თვის) მოხსნა და ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფონოვი: ხვიჩას ადაპტაციის გავლაში დავეხმარე? პირიქით, ის დამეხმარა
საფონოვი: ხვიჩას ადაპტაციის გავლაში დავეხმარე? პირიქით, ის დამეხმარა