თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 19 ქულა | ვირტუს ბოლონიამ ოლიმპია მილანოს სტუმრად მოუგო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალში, თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ საკუთარი კედლების უპირატესობა დაიბრუნა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ოლიმპია მილანო სტუმრად დაამარცხა და 78:68 იმარჯვა.

ვირტუს ბოლონიამ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 25:15 მოიგო. მეორე პერიოდში, მასპინძლებმა ჩამორჩენა 5 ქულით შეამცირეს, მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე კი წონასწორობა აღადგინეს. ვირტუს ბოლონიამ მიზანს მაინც მიაღწია და შენგელიას ლიდერობის წყალობით, ბოლო მეოთხედი 10 ქულით მოიგო.

თორნიკეს გამორჩეული მატჩი ჰქონდა. შენგელიამ პარკეტზე 25 წუთი გაატარა და 19 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 12-დან 7 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

ცნობისთვის, ვირტუს ბოლონია სერიაში 2:1 დაწინაურდა და მომდევნო შეხვედრას კვლავ სტუმრად გამართავს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები