ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

ტრანსფერის დახურვას ეცდებიან - ბეშიქთაში ზურიკოს არ ეშვება

„საქართველოს ნაკრებისა“ და „სენტ-ეტიენის“ შემტევი, ზურიკო დავითაშვილი თურქულ „ბეშიქთაშს“ კიდევ ერთხელ დაუკავშირეს.

ცნობილმა თურქმა ჟურნალისტმა, ეტან სიუზგიუნმა თავის YouTube-არხზე განაცხადა, რომ სტამბოლელების მიზანი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ვინგერის დამატებაა და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ქართველ ფეხბურთელს განიხილავენ.

სიუზგიუნის ინფორმაციით, თურქები ეცდებიან, რომ ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე დახურონ. გავრცელებული ცნობებით, „სენტ-ეტიენი“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ, 10 მილიონ ევროს მოითხოვს.

დავითაშვილის გარდა, „ბეშიქთაშის“ რადარზე „ჩელსის“ შემტევი ჯეიდონ სანჩო და „სასუოლოს“ გარემარბი არმანდ ლაურიენტე არიან.

ზურიკო დავითაშვილმა ახალი სეზონი ჯერჯერობით, „სენტ-ეტიენში“ დაიწყო და საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორე ტურში, რომელშიც მისმა გუნდმა „როდეზს“ 4:0 მოუგო, გოლის გატანაც მოახერხა. ამის მიუხედავად, ფრანგულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ ქართველ შემტევს გუნდის დატოვება და რომელიმე ტოპ 5 ლიგაში თამაში სურს.

მსგავსი სიახლეები