17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
Aa
Aa

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, დღეს შიდა სასელექციო შეკრებას დაიწყებს, რის ფარგლებშიც, ადგილობრივ გუნდებთან 2 ტესტ-მატჩს გამართავს.

სანდრო კობახიძის 17-წლამდელები, ოქტომბერში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში - ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებენ. 3-გუნდიანი ჯგუფიდან, შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს.

მანამდე, ჩვენი ასაკობრივი გუნდი, შესარჩევი ციკლისთვის ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩებით
მოემზადება, რომელიც სექტემბრის ბოლოს საქართველოში გაიმართება.

ამხანაგური მატჩები

28 სექტემბერი - საქართველო V ლიეტუვა
30 სექტემბერი - საქართველო V ლიეტუვა

ევრო 2026 | საკვალიფიკაციო რაუნდი

24 ოქტომბერი - საქართველო V ისლანდია
30 ოქტომბერი - საქართველო V საბერძნეთი

U17 | შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი კახიძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), საბა ცარციძე (კოლხეთი 1913), სანდრო წიკლაური (კონქუესტის აკადემია, ინგლისი). 

მცველები: საბა კილაძე (იბერია 1999), ნიკოლოზ კანდელაკი (იბერია 1999), ანზორი  ცირამუა (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), ლევან კალაძე (სამტრედია), გიორგი რაზმაძე (ტორპედო ქუთაისი), ანდრია  ლოლუა (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), თომას ცხვედიანი (ვერტუ, საფრანგეთი), დავითი მაღულარია (ლოკომოტივი თბილისი),გიორგი ტაბატაძე (იბერია 1999).

ნახევარმცველები: გიორგი ლაგვილავა (35 სკოლა), რეზი  ვარდანია (ლოკომოტივი თბილისი), ანდრია  მჭედლიძე (ინტერის აკადემია), გიორგი გელაშვილი (სფფ-ის ქუთაისის აკადმია), სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), ნიკოლოზ ხატოიანი (ტორპედო ქუთაისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), საბა სარალიძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია).

თავდამსხმელები: ლევან ჭიკაიძე (დინამო თბილისი), ლევანი მანჩხაშვილი (იბერია 1999).

წყარო: ეროვნული ნაკრები

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ მითხრა, თუ გინდა, სკამზე დამსვიო“ | სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩი გაიხსენა
„კვარამ მითხრა, თუ გინდა, სკამზე დამსვიო“ | სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩი გაიხსენა