ლოზანამ გაბრიელ სიგუა ოფიციალურად წარადგინა
Aa
Aa

ლოზანამ გაბრიელ სიგუა ოფიციალურად წარადგინა

„ლოზანამ“ გაბრიელ სიგუა ოფიციალურად წარადგინა. „ბაზელმა“ 20 წლის ქართველი ფეხბურთელი იჯარის წესით, 1 სეზონით გაანათხოვრა, გამოსყიდვის უფლების გარეშე.

„როგორც მოსალოდნელია, ეს უნივერსალური შემტევი მარჯვენა მცველი „ლოზანაში“ მეტ სათამაშო დროს მიიღებს, რაც მის განვითარებაზე დადებითად აისახება“, - აღნიშნულია „ბაზელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სიგუა შვეიცარიის ჩემპიონატში სასტარტო 11-ეულში მხოლოდ ერთხელ მოხვდა. პოზიტიურად უნდა შევაფასოთ მისი თამაში შვეიცარიის თასზე, სადაც 17 წუთით ითამაშა და გოლი გაიტანა.

გეტყვით ასევე, რომ  ქართველ ფეხბურთელს „ბაზელთან’’ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მა სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ხვიჩამ 78-ე წუთიდან ითამაშა
პსჟ-მა სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ხვიჩამ 78-ე წუთიდან ითამაშა