ჯეიდონ სანჩო
Aa
Aa

სანჩომ რომაში გადასვლაზე უარი თქვა

ჯეიდონ სანჩომ „რომაში“ გადასვლაზე უარი თქვა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიურმა კლუბმა და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისელი ვინგერის ტრანსფერი შეათანხმეს.

თუმცა როგორც ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო წერს, 25 წლის ფეხბურთელმა რომაელების წინადადება არ მიიღო და ტრანსფერზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი, სანჩომ იჯარის წესით „ჩელსიში“ გაატარა. მან 42 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 10 ასისტი მიითვალა.

ინგლისელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხურთელი 2021 წელს გახდა. მისი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მა სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ხვიჩამ 78-ე წუთიდან ითამაშა
პსჟ-მა სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ხვიჩამ 78-ე წუთიდან ითამაშა