გარი ნევილი, ემილიანო მარტინესი, ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

ნევილი: „მანჩესტერს დონარუმა, ან მარტინესი სჭირდება“

ინგლისის პრემიერლიგის ახალმა სეზონმა სტარტი აიღო, თუმცა „მანჩესტერისთვის“ სასიკეთოდ ბევრი არაფერი შეცვლილა. მართალია, ამ ფორმაციის „იუნაიტედის“ ასეთი სიძლიერის „არსენალთან“ დამარცხება მოსალოდნელი იყო, თუმცა „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრების მომთხოვნი და მაქსიმალისტი ფანებისთვის პრინციპულ მეტოქესთან წაგება მაინც მტკივნეული გახლდათ. როდესაც ყოფილი გუნდის მორიგ წარუმატებლობაზე აზრის გამოთქმა სთხოვეს, ერთ-ერთ ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მომუშავე გარი ნევილმა ასეთი მოსაზრება ჩამოაყალიბა:

„არსებობს სერიოზული პრობლემა, რომლის უგულებელყოფაც „მანჩესტერის“ ხელმძღვანელებსა და მწვრთნელს კარგს არაფერს მოუტანს - კვალიფიციური მეკარეა მოსაძებნი. ოცი წელი ვითამაშე „იუნაიტედში“ და ორ დიდ გოლკიპერთან, პეტერ შმეიხელთან და ედვინ ვან დერ სართან მომიწია ასპარეზობა. იცით, რამდენად ცუდია, როდესაც შენ ზურგსუკან არ გყავს მათნაირი კარის დარაჯი, რომელიც ჰაერში დომინირებს, მეკარის მოედანს აკონტროლებს, ახორციელებს სეივებს და მცველების შეცდომების მიუხედავად, გუნდს ქულების დაგროვებაში ეხმარება?!

„იუნაიტედის“ შეფებს ჯანლუიჯი დონარუმას, ან ემილიანო მარტინესის დამატებას ვურჩევდი. მათ დიდ მატჩებში ფსიქოლოგიურ წნეხთან გამკლავება კარგად შეუძლიათ. იტალიელმა სულ ახლახანს პსჟ-ის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო მარტინესი 2022 წელს არგენტინის ნაკრებს მუნდიალზე გამარჯვებაში დაეხმარა“.

ცნობისათვის, გარი ნევილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 1992-2011 წლებში იცავდა და „ალისფერ ეშმაკებთან“ ერთად რვაჯერ პრემიერლიგა, სამჯერ ასოციაციის თასი, სამჯერ ლიგის თასი, სამჯერ სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პოლ სქოულზი - ასთმიანი კაცი, რომელიც ოჯახს დიდი ხნით ვერ ტოვებდა
პოლ სქოულზი - ასთმიანი კაცი, რომელიც ოჯახს დიდი ხნით ვერ ტოვებდა