თურქეთი VS საქართველო | ცნობილია რომელ ქალაქში და სტადიონზე გაიმართება მატჩი
როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
მეოთხე ტურში ჯვაროსნები თურქეთს სტუმრად დაუპირისპირდებიან. დღეს ცნობილი გახდა, თუ სად გაიმართება აღნიშნული შეხვედრა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ვინჩენცო მონტელას გუნდი საქართველოსთან მატჩს ქალაქ ქოჯაელში გამართავს.
რაც შეეხება სტადიონს, მისი სახელწოდება ილდიზ ენტეგრე ქოჯაელი გახლავთ და 34 829 მაყურებელს იტევს. აღნიშნული სტადიონი 2018 წელს გაიხსნა და მამაკაცთა ეროვნულ ნაკრებს პირველად მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველო სწორედ თურქეთს დაუპირისპირდება. მატჩი 4 სექტემბრით თარიღდება, ხოლო გასვლითი შეხვედრა 14 ოქტომბრით.