ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ამის შემდეგ, საქართველოში რესტორანში ფულს არავინ მახდევინებს“

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი France Football-ს ესაუბრა და ევრო 2024 გაიხსენა. ვილიმ გაიაზრა, თუ რა მოუტანა ამ ეპიკურმა გამარჯვებამ მას, მის გუნდს და განსაკუთრებით ქვეყანას.

„ქართველი გულშემატკივრების ბედნიერი სახეების ნახვა - ეს ჩემი პირადი ჯილდოა. პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ, ბიჭებს გართობის აღნიშვნის უფლება მივეცი. მათთვის ეს ჩემპიონობის ტოლფასი იყო.

ოცდაათი წუთის შემდეგ ვიცოდი, რომ ტურნირზე ეს ჩვენი ბოლო გამარჯვება იყო. მე ვხედავდი დაქანცულ მოთამაშეებს, ფიზიკურად დაცლილს, ასევე ემოციურადაც. ძრავში ენერგია უბრალოდ აღარ იყო. და შემდეგი მეტოქე მომავალი გამარჯვებული ესპანეთი იყო. ჩემს ხელში გახლდათ ერთი ზრდასრული გუნდი, 3 ან 4 დამატებითი მოთამაშით სათადარიგოთა სკამზე. მაგრამ მე არ ვიყავი იმედგაცრუებული, როდესაც ჩემს თავს ვუთხარი რომ ეს დასრულდა. ჩვენს მიზანს მივაღწიეთ.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ვმუშაობ, აღარ შემიძლია რესტორანში წავიდე და შეკვეთის გადასახადი გადავიხადო. აქ ასეა: მაგალითად, ქვეყნისთვის როგორც კი რაიმე კარგს გააკეთებ, ეს სამუდამოა, მთელი ცხოვრება გაგყვება.

ამ ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოში ყველა დიდი სანაკრებო ტურნირის წინ იცოდნენ, თუ რომელ ნაკრებს უქომაგებდნენ. შემდეგ კი უცებ საკუთარ თავს უთხრეს: „ჯანდაბა! ჩვენ იქ ერთმანეთის საგულშემატკივროდ მივდივართ!“ - ამან ყველაფერი შეცვალა. ახლა ისინი იმ ფაზაში არიან, როდესაც ფიქრობენ, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით. აქ შეზღუდვები არ არსებობს, მაგრამ ეს შესანიშნავია“.

საქართველოს ნაკრები ახალი ისტორიის წერას 4 სექტემბრიდან შეუდგება, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში თურქეთს ვუმასპინძლებთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ...“ | ალანმა კვარაცხელიას მიმართა
„ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ...“ | ალანმა კვარაცხელიას მიმართა