კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

ალკარასმა ციცინატის მასტერსი მოიგო

დიდი სლემის 5-გზის გამარჯვებულმა და მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა ციცინატის მასტერსი მოიგო.

ესპანელი ჩოგბურთელი ფინალში მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, იანიკ სინერს დაუპირისპირდა, რომელიც მატჩს ჩაეხსნა.

იტალიელმა თამაში მაშინ შეწყვიტა, როცა 0:5-ს აგებდა. მიზეზად ცუდად ყოფნა დასახელდა. შეხვედრა 23 წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ალკარასისთვის ეს კარიერაში 22-ე ტიტულია. აღსანიშნავია ასევე, რომ მან ციცინატის მასტერსი პირველად მოიგო.

გეტყვით ასევე, რომ იანიკ სინერი და კარლოს ალკარასი ერთმანეთს ბოლოს უიმბლდონის ფინალში დაუპირისპირდნენ. გამარჯვება იტალიელმა მოიპოვა. კარიერაში კი ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 13-ჯერ შეხვდნენ. 8-ჯერ კარლოსმა მოიგო, 5-ჯერ იანიკმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი დიდი სამეულის შემდეგ - სინერის მორიგი მიღწევა
პირველი დიდი სამეულის შემდეგ - სინერის მორიგი მიღწევა